თანამშრომლის ბიულეტენის რეგისტრაცია
ბიულეტენის ფუნქციონალზე დაკლიკებით ადმინისტრატორს უჩანს შემდეგი ველები:
- პირადი ბიულეტენის რეგისტრაცია
- პირადი ბიულეტენების ისტორია
- თანამშრომლის ბიულეტენის რეგისტრაცია
- თნამშრომლის რეგისტრირებული ბიულეტენები
ადმინისტრატორს შეუძლია ყველა თანამშრომლის როგორც მიმდინარე, ისე გასული ბიულეტენების რეგისტრაცია. ასევე განაცხადისთვის სტატუსის მინიჭება.
თანამშრომლის ბიულეტენის რეგისტრაციისთვის:
- აირჩიეთ თანამშრომელი
- აირჩიეთ განაცხადის სტატუსი: მიმდინარე, დახურული ან დადასტურებული
- აირჩიეთ თარიღი, თუ როდიდან გადის თანამშრომელი ბიულეტენზე (ბიულეტენის გახსნის თარიღად შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი ან გასული დღე)
- მიუთითეთ დღეების რაოდენობა
- სურვილისამებრ, დაწერეთ მიზეზი
- ატვირთეთ ფაილი
დააჭირეთ ღილაკზე ,,შენახვა & დახურვა’’
ამის შემდეგ, სისტემა გადაგიყვანთ თნამშრომლის რეგისტრირებული ბიულეტენების გვერდზე,სადაც შეძლებთ განაცხადის დადასტურებას.
(*)ბიულეტენის გახსნის თარიღად შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი ან გასული დღე.
(!) პირველივე ჯერზე ბიულეტენის დარეგისტრირების შემდეგ, როდესაც თანამშრომელი შემოსვლას დააფიქსირებს სამსახურში, ბიულეტენი ავტომატურად დაიხურება.