ყველა თანამშრომლის დოკუმენტის გაცნობის დავალებები
,ყველა თანამშრომლის დოკუმენტების გაცნობის დავალებების“ გვერდი არის ადმინისტრატორის გვერდი, სადაც ადმინისტრატორი ხედავს ყველა დავალებას, რაც გაიგზავნა დოკუმენტების გასაცნობად, ინდივიდუალურად თანამშრომლების ჭრილში. აღნიშნულ გვერდზე ასევე შეგიძლიათ მიიღოთ მტკიცებულებების რეპორტი.
ამ გვერდიდან ადმინისტრატორს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია:
- დავალების სტატუსის შესახებ
- შეუძლია ნახოს დოკუმენტი
- დადასტურებული სტატუსის შემთხვევაში მიიღოს მტკიცებულებების რეპორტი
ნახვის ღილაკზე დაკლიკებით გადავდივართ მტკიცებულებების რეპორტში, სადაც ნახავთ:
- დოკუმენტის ინფორმაციას,
- ძირითადი ფაილს
- ინფორმაციას
- ლოგებს
ამავე გვედიდან ასევე შესაძლებელია:
- დოკუმენტის გამოთხოვება
- შეხსენების შეტყობინების გაგზავნა
- დავალების დაბრუნება
დოკუმენტის გამოთხოვება - ამ ღილაკით ადმინისტრატორს შეუძლია გამოითხოვოს თანამშრომლისგან დოკუმენტის გაცნობის დავალება, რის შემდეგაც თანამშრომელს მიუვა შეტყობინება, რომ მისგან გამოითხოვეს დავალება, ადმინისტრატორს შეუძლია შეცვალოს გამოთხოვილი დოკუმენტი და თავიდან გაუგზავნოს თანამშრომელს დასადასტურებლად.
შეხსენების შეტყობინების გაგზავნა - ამ ღილაკით ადმინისტარტორს შეუძლია შეახსენოს თანამშრომელს, რომ დასადასტურებელი/გასაცნობი აქვს დოკუმენტი. თანამშრომელს გაეგზავნება იგივე შეტყობინაბა რაც პირველადი გაზიარებისას.
დავალების დაბრუნება თანამშრომელთან- მხოლოდ უარყოფილი სტატუსის მქონე დოკუმენტზე ადმინისტრატორს შეუძლია დავალების რედაქტირება და უკან დაბრუნება .