ყველა თანამშრომლის ნამუშევარი დროის გენერირება/მართვა
2021 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით, სავალდებულო გახდა ნამუშევარი დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება ყველა ორგანიზაციისთვის. ბრძანებაშივეა მოცემული აღრიცხვის ფორმის შაბლონი და აღრიცხვის წესი. ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ყველა თანამშრომელი უნდა გაეცნოს მის პირად ნამუშევარ დროს და ეს ნამუშევარი დრო დადასტურდეს პასუხისმგებელი პირების მიერ ( სისტემურად პასუხისმგებელი პირი არის მენეჯერი).
იხილეთ ბრძანება:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5099344?publication=0
ნამუშევარი დროის ფუნქციონალი მოიცავს შემდეგ ველებს:
ნამუშევარი დროის დადასტურების პროცესი სისტემაში 4 ეტაპს მოიცავს:
- ადმინისტატორი აგენერირებს ნამუშევარი დროის რეპორტს
- ადმინისტატორი უგზავნის ხელძღვანელებს ნამუშევარი დროის რეპორტს
- ხელმძღვანელი ადასტურებს დაქვემდებარებული თანამშრომლების ნამუშევარ დროებს
- თანამშრომელი პირად გვერდზე ეცნობა ნამუშევარ დროს
ყველა თანამშრომლის ნამუშევარი დროის გენერირება/მართვის გვერდზე შესაძლებელია თანამშრომელთა ნამუშევარი დროის რეპორტის დაგენერირება. როდესაც ადმინისტრატორი დააგენერირებს რეპორტს, სურვილისამებრ შეიტანს ცვლილებებს, რეპორტი უნდა გაუგზავნოს ხელმძღვანელებს. შესაძლებელია, რეპორტის წაშლაც.
დაგენერირებისას აირჩიეთ საანგარიშო პერიოდი.
რეპორტის სანახავად გამოიყენეთ ჰორიზონტალური სქროლი და ცხრილის ბოლო სვეტში მოთავსებულ ,,ნახვის“ ღილაკს დააჭირეთ.
რეპორტის რედაქტირებისთვის, მონიშნეთ თანამშრომელი და დააჭირეთ ღილაკს ,,რედაქტირება“.
(*) ნამშევარი დროის რედაქტირება შეიძლება ნამუშევარი დროის დადასტურებამდე.
(*) ყოველ ჯერზე, როდესაც დააგენერირებთ ნამუშევარ დროს, დარედაქტირებული მონაცემები წაიშლება, ვინაიდან სისტემა ხელახლა გადათვლას აკეთებს.
(*) შესაძლებელია კონკრეტული თანამშრომლის მონიშვნა და მისი ნამშევარი დროის რეგენერაცია.