ყველა თანამშრომლის ნამუშევარი საათების რეპორტი

ამ გვერდზე ერთიან ცხრილში ჩანს ნამუშევარი დროები, სახელმწიფო ბრძანების შაბლონის მიხედვით.

შესაძლებელია, რეპორტის ბეჭდვა და ექსპორტი.

img_226.png

  • ნამუშევარი დროის რეპორტში მოდის შემდეგი ველები:
  • დღის ჭრილში ნამუშევარი საათები, სადაც აისახება თანამშრომლის ნამუშევარი დრო მისი გრაფიკის და მოძრაობის მიხედვით;
  • ჯამურად ნამუშევარი დღეების რაოდენობა;
  • ჯამურად ნამუშევარი საათების რაოდენობა;
  • ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები, სადაც შედის ყველა დადასტურებული ზეგანაკვეთური დროის განაცხადი და სახელმწიფო დასვენების დღეს ნამუშევარი საათები ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ღამე ნამუშევარი საათები (კოდექსის მიხედვით 22:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდი);
  • დასვენების, უქმე დღის ნამუშევარი - სახელმწიფო დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევაში;
  • სხვა - დისტანციურად ნამუშევარი საათები (თუ თანამშრომელი გადაყვანილია დისტანციურ მუშაობაზე სისტემაშიც);
  • დამამტკიცებელი ხელმძღვანელი, ვინც პასუხისმგებელია აღნიშნული თანამშრომლის ნამუშევარ დროზე;
  • ნამუშევარი დროის დამტკიცების თარიღი;

img_228.png

ამავე გვერდზე, ქვედა მარჯვენა კიდეში არის ღილაკი ,,კონფიგურაცია“.

img_229.png

ეს ღილაკი საშუალებას იძლევა, აკონტროლოთ:

  1. რა გამოჩნდეს რეპორტში: პირადი ნომერი თუ ტაბელის ნომერი
  2. ჩართოთ თუ არა ტაბელის ავტომატური დადასტურება
  3. დადასტურების დღე
  4. საათი
  5. ხელმძღვანელი, ვისი სახელითაც დადასტურდება რეპორტი, თუ თანამშრომელს ხელმძღვანელი არ ჰყავს.
  6. თანამშრომელს როდის გამოუჩნდეს პირადი ნამუშევარი დრო.
  7. რა ფორმატით გამოვიდეს რეპორტი (ძველი ფორმატით თუ 2022 წლის ნოემბერიში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ახალი ფორმატით).

img_227.png