დავალებები
მრავალდონიანი დადასტურების ფუნქციონალის ჩართვის შემდეგ, შესაბამისი აპლიკაციის განაცხადის რეგისტრაციისას იქმნება დავალებები შესაბამის შემსრულებელთან. შემსრულებელს ეგზავნება SMS და მეილ შეტყობინება, რომ მას აეტვირთა დავალება შესასრულებლად.
შესასრულებელი დავალებების ნახვა შესაძლებელია სამართავი სისტემის მთავარ გვერდზე. ,,ყველა დავალების“ ღილაკზე დაკლიკებით, გადახვალთ ,,დავალებების“ გვერდზე, სადაც შესაძლებელია განაცხადების დადასტურება.
,,დავალებების“ გვერდზე დაგვხვდება ყველა შესასრულებელი დავალება, სადაც დეტალურად არის აპლიაკციის განაცხადის ინფორმაცია ( ავტორი, თარიღი, აპლიკაციი ტიპი და სხვა).
ამ გვერდზე ადასტურებს თანამშრომელი დავალებას დამტკიცების ღილაკით.
დავალების დადასტურების შემდეგ იქმნება პროცესის შემდეგი დავალება და შესაბამსიად შემდეგი შემსრულებელიც იღებს შეტყობინებებს.
პროცესის დაბოლოო ეტაპის დადასტურების შემდეგ უკვე თავად თანამშრომელი მიიღებს SMS და Email შეტყობინებას განაცხადის საბოლოო დადასტურების შესახებ.
(!) იმ შემთხვევაში თუ დავალება არ შესრულდა პირველი დონის დამდასტურებლის მიერ, დადასტურების მომდევნო ეტაპზე გადასვლა არ ხდება.
დავალებების გვერდზე ადმინისტრატორს შეუძლია მიიღოს სრული წვდომა ადმინისტრირების უფლების ჩართვით ( სისტემის პარამეტრები --> როლები და წვდომის დონეები ), რისი საშუალებითაც შეძლებს მიიღოს სრული ინფორმაცია ყველა აპლიკაციის, ყველა დავალების შესახებ. თვალი ადევნოს რომელ ეტაპზეა გაჩერებული ესა თუ ის განაცხადი და საჭიროების შემთხვევაში, შემსრულებლის ნაცვლად დაადასტუროს კონკრეტული დავალება.