თანამშრომლის დაგვიანების კომენტარები
დაგვიანების კომენტარების ფუნქციონალი საშუალებას აძლევს თანამშრომლებს, დაგვიანების შემთხვევაში გააკეთონ კომენტარი, რომელსაც შემდეგ საპატიოდ ან არასაპატიოდ ჩაუთვლიან.
ამ გვერდზე იგზავნება თანამშრომლების დაგვიანების კომენტარები. ხელმძღვანელი ამ კომენტარებს ნიშნავს ,,საპატიოდ“ ან ,,არასაპატიოდ“.
სახელი და გვარის, თარიღის, ორგანიზაციისა და სტრუქტურული ერთეულის ფილტრები დაგეხმარებათ ადვილად იპოვოთ კონკრეტულ თანამშრომლების დაგვიანების კომენტარები.
(*) ამ გვერდზე შესაძლებელია წვდომა მივცეთ როგორც ხელმძღვანელს (რომელიც დაინახავს დაქვემდებარებული თანამშრომლების დაგვიანების კომენტარებს), ისე ადმინისტრატორს, რომელიც დაინახავს ყველა თანამშრომლის კომენტარს.
ეს შეგიძლიათ განსაზღვროთ ,,როლები და წვდომის დონეების“ გვერდიდან (სისტემის პარამეტრები -> როლები და წვდომის დონეები), სადაც ადმინისტრატორს უნდა ჩაურთოთ “admin“ ფუნქცია.