ორგანიზაციული სტრუქტურა

ორგანიზაციული სტრუქტურის გვერდი საშუალებას გვაძლევს სისტემაში შევიყვანოთ ინფორმაცია ორგანიზაციული სტრუქტურების შესახებ. ორგანიზაციული სტრუქტურა ეს არის ის, რაც განსაზღვრავს თუ როგორ არის მიმართული საქმიანობა.

ორგანიზაციის სტრუქტურა განსაზღვრავს მისი მუშაობისა და ფუნქციონირების გზებს. საშუალებას იძლევა სხვადასხვა სუბიექტისთვის სხვადასხვა ფუნქციების და პროცესების შესრულებისათვის პასუხისმგებლობის მკაფიოდ გადანაწილებას. ეს სუბიექტები შეიძლება იყოს ,,ფილიალი“, ,,განყოფილება“, ,,სამუშაო გუნდი“ და სხვა.

ახალი სტრუქტურის დამატებისთვის უნდა დავაჭიროთ ღილაკს ,,ახალი“

პირველ ეტაპზე ვირჩევთ ,,ორგანიზაციას''

img_120.png

ახალი სტრუქტურული ერთეულის შესაქმენალად ავსებთ სამ სავალდებულო ველს:

  • ,,დასახელება
  • ,,ერთეულის ტიპი“- რომელიც უკვე აღწერილია ზედა თავში, რომელსაც წინასწარ ვქმნით და შემდეგ ვირჩევთ .
  • ,,ზედა სტრუქტურული ერთეული“-თუ რომელ სრუქტურულ ერთეულს დაექვემდებაროს,ვირჩევთ რომელი სტრუქტურული ერთეული იყოს ,,ზედა სტრუქტურული ერთეული“.

სურვილისამებრ, არასავალდებულო ველებსაც:

  • ,,აღწერა“-მოკლე არწერა სასურველი ინფორმაციით.
  • ,,სტრუქტურული ერთეულის კოდი“-შესაძლებელია კოდის მინიჭება.
  • ,სტატუსი“ (ჩართული/გამორთული) -ჩართული იყოს თუ გამორთული,ჩართულის მონიშვნის შემთხვევაში გამოჩნდება სხვა ასარჩევ ველებში.
  • ,,პრიორიტეტები“- რა თანმიმდევრობით დალაგდეს გრიდზე .

ინფორმაციის შენახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,შენახვა & დახურვა“.

img_121.png

ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნის გარდა, შესაძლებელია უკვე არსებულ სტრუქტურებზე ინფორმაციის დარედაქტირება ან წაშლა. ამისთვის საჭიროა მონიშნოთ სასურველი სტრუქტურა და დააჭიროთ შესაბამის ღილაკს. სხვადასხვა ინფორმაცის საშუალებით გაფილტვრის შესაძლებლობა კი დაგეხმარებათ, მარტივად მოძებნოთ სასურველი ,,ორგანიზაციული სტრუქტურა ''.

img_122.png