თანამშრომლის გასვლის რეგისტრაცია

იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელს სამუშაო პერიოდში უწევს ოფისის გარეთ ყოფნა (მაგ: შეხვედრაზე წასვლა) ადმინისტრატორს შეუძლია დაურეგისტრიროს სამსახურებრივი გასვლა.

სამსახურებრივი გასვლის განაცხადი უნდა შეიქმნას წინასწარ და დადასტურდეს დროულად.

სამსახურებივი გასვლის ფუნქციონალზე დაკლიკებით ადმინისტრატორს უჩანს შემდეგი ველები:

  • პირადი გასვლის რეგისტრაცია
  • პირადი გასვლის ისტორია
  • თანამშრომლის გასვლის რეგისტრაცია
  • თანამშრომლის გასვლის განაცხადები

img_63.png

რეგისტრაციისთვის ავსებთ შემდეგ ველებს:

  • აირჩიეთ თანამშრომელი
  • თარიღი
  • აირჩიეთ საორიენტაციო საათები, თუ როდის გადის და რომელი საათის ჩათვლით იქნება თანამშრომელი ოფისიდან გასული
  • მიუთითეთ მიზეზი, თუ რატომ არეგისტრირებთ სამსახურებრივ გასვლას
  • მანქანის მოთხოვნა,მანქანით/მანქანის გარეშე- მანქანით მონიშვნის შემთხვევაში შეიქმნება ავტოპარკის განაცხადი.
  • მანქანის მოთხოვნის კომენტარი
  • გასცლის ტიპი -ასარჩევი ველი, სადაც ვირჩევთ წინასწარ შექმნილ გასვლის ტიპს (სისტემის პარამეტრები-> გასვლის ტიპი)

img_64.png

ამის შემდეგ, სისტემა გადაგიყვანთ ისტორიის გვერდზე, სადაც შეძლებთ თანამშრომელს დაუდასტუროთ აღნიშნული განაცხადი. განაცხადის დადასტურების შემდგომ, აღნიშნულ თანამშრომელს მიუვა SMS შეტყობინება, რომ მისი სამსახურებრივი გასვლა დამტკიცებულია.