checklist

სისტემის ორგანიზაციაზე მორგების პროცესში საკმაოდ აქტიურად გამოყენებადი რეპორტია Checklist. აქ შეგიძლიათ ნახოთ, რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაკლიათ თანამშრომლის პროფილის სრულად გასამართად. შესავსები ინფორმაცია მოდის ცარიელი ველის ან “X”- ის სახით.

ფილტრები

Checklist გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:

  • სახელი;
  • გვარი;
  • ორგანიზაცია;
  • სტრუქტურული ერთეული;
  • თანამშრომლის ჯგუფი;
  • მომხმარებლის როლი;

ველები

Checklist-ში ასახულია, რამდენად შევსებულია ინფორმაცია თანამშრომლის შესახებ შემდეგ ველებში:

  • თანამშრომელი - სახელი და გვარი;
  • ორგანიზაცია;
  • საშტატო;
  • დროის აღრიცხვის ტიპი - ელექტრონულია, მატერიალური თუ გამონაკლისი;
  • ხელმძღვანელი - ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
  • გრაფიკის ტიპი - დინამიური გრაფიკი აქვს თანამშრომელს თუ რომელიმე სტანდარტული გრაფიკი;
  • გრაფიკის ჯგუფი - დინამიური გრაფიკის ტიპის თანამშრომლებთან მითითებული უნდა იყოს გრაფიკის შესაბამისი ჯგუფი;
  • ელ.ფოსტა - აქვს თუ არა თანამშრომელს მითითებული ელ.ფოსტა;
  • მობილურის ნომერი - აქვს თუ არა თანამშრომელს მითითებული მობილურის ნომერი;
  • მომხმარებელი - თანამშრომელზე გაწერილი მომხმარებლის სახელი;
  • დაგვიანების დროის კონტროლი - ჩართულია თუ არა დაგვიანების კონტროლი თანამშრომელზე- დიახ/არა;
  • SMS კონტროლის ჩართვა - ჩართულია თუ არა SMS კონტროლი თანამშრომელზე - დიახ/არა;
  • ბარათის ნომერი;

თუ ველი ცარიელია, ნიშნავს, რომ ამ თანამშრომელზე არ არის გაწერილი ის ინფორმაცია, რასაც კონკრეტული ველი მოიცავს, ასევე მსგავსი მანიშნებელია წითელი X აღნიშვნა.

img_257.png