თანამშრომლების მონაცემების რეპორტი

სისტემიდან შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია თანამშრომლის, მისი მოძრაობის, დაგვიანების, პირადი მონაცემების, გაგზავნილი შეტყობინების და სხვა საჭირო მონაცემების შესახებ.

თანამშრომლის მონაცემების რეპორტში ადმინისტრატორს შეუძლია ნახოს ყველა ის ინფორმაცია რაც შეყვანილი აქვს თანამშრომლის შესახებ, მათ შორის პირადი მონაცემები - პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.; შტატთან დაკავშირებული მონაცემები - თანამდებობა, ხელმძღვანელები, გრაფიკი, ხელფასი და სხვა. ასევე, თითოეულ მონაცემზე შექმნილია შესაბამისი ფილტრი, შესაძლებელია თანამშრომელი მოვფილტროთ სხვადასხვა მონაცემის მიხედვით. რეპორტში მოდის ყველა მიმდიანრე, აქტიური თანამშრომლები/პერსონები.

ფილტრები

თანამშრომლის მონაცემების რეპორტი გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:

  • სახელი;
  • გვარი;
  • ხელმძღვანელი;
  • ორგანიზაცია;
  • სტრუქტურული ერთეული;
  • საშტატო ერთეული;
  • თანამდებობა;
  • პირადი ნომერი;
  • ტაბელის ნომერი;
  • ბარათის ნომერი;
  • ელ.ფოსტა;
  • მობილურის ნომერი;
  • გრაფიკის ტიპი;
  • სქესი;
  • მოქალაქეობა;

ველები

  • რეპორტის გრიდზე გამოტანილია შემდეგი ველები:
  • სახელი, გვარი;
  • ორგანიზაცია - რომელ ორგანიზაციაზეა დანიშნული თანამშრომელი;
  • საშტატო - რომელ შტატზეა დანიშნული თანამშრომელი;
  • თანამდებობა - რომელ პოზიციას ეკუთნის თანამშრომელი;
  • ანგარიშის ნომერი;
  • ძირითადი სტრუქტურული ერთეული - რომელ ძირითად სტრუქტურულ ერთეულს ვაკუთნებთ თანამშრომელს (სტრუქტურული ერთეულის ტიპს ვანიჭებთ ძირითადის სტატუსს);
  • სტრუქტურული ერთეული - რომელ სტრუქტურულ ერთეულს ვაკუთნებთ თანამშრომელს;
  • ხელშეკრულების თარიღი;
  • ხელშეკრულების ვადა;
  • ხელფასი;
  • დროის აღრიცხვის ტიპი - ელექტრონულია, მატერიალური თუ გამონაკლისი;
  • ხელფასის გაცემის ტიპი - ბარათით თუ ხელზე;
  • ტაბელის ნომერი;
  • კონტრაქტის ტიპი;
  • თანამშრომლის ჯგუფი - რომელ ჯგუფს მიეკუთნება თანამშრომელი;
  • გრაფიკის ტიპი - დინამიურია თუ რომელიმე შექმნილი სტანდარტული გრაფიკი;
  • აღრიცხვის ოფისი - ოფისების გაწერის შემთხვევაში (GPS აღრიცხვის დროს) რომელ ოფისზე აღირიცხება თანამშრომელი;
  • ხელმძღვანელები - თანამშრომელზე გაწერილი ხელმძღვანელების სახელი და გვარები;
  • დასწრების აღრიცხვის მეთოდი - როგორ აღირიცხება თანამშრომელი - ბარათებით, ღილაკებით თუ ღლაკს + GPS
  • ბარათის ნომერი;
  • პირადი ნომერი;
  • მამის სახელი;
  • ელ.ფოსტა;
  • მობილურის ნომერი;
  • სქესი;
  • დაბადების თარიღი;
  • მოქალაქეობა - საქართველოს თუ უცხო ქვეყნის;
  • უცხო ქვეყანა - თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა;
  • ფაქტობრივი მისამართი;
  • იურიდიული მისამართი;
  • მომხმარებელი - მომხმარებლის სახელი სისტემაში;
  • მომხმარებლის როლი - თანამშრომელი, ხელმძღვანელი თუ ადმინისტრატორი;
  • კომენტარი - თუ გვაქვს მითითებული დამატებითი ინფორმაცია თანამშრომელზე;

img_248.png