ავტორიზაციების რეპორტი
ავტორიზაციების რეპორტში შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი თანამშრომელი რომელი IP-დან, ბრაუზერიდან და ოპერაციული სისტემიდან შემოვიდა სისტემაში. თუ სისტემაში შესვლის ფილტრში მოვნიშნავთ სხვა მომხმარებელს, წამოგვიღებს იმ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას, როცა ერთსა და იმავე მოწყობილობიდან შემოსვლა უფიქსირდება სხვადასხვა თანამშრომელს.
ფილტრები
ავტორიზაციების რეპორტი გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:
- IP;
- ბრაუზერი;
- ოპერაციული სისტემა;
- წინა მომხმარებელი;
- მომხმარებელი - მიმდინარე მომხმარებელი;
- თარიღები;
- სისტემაში შესვლა - იგივე მომხმარებლის (როცა მომხმარებელი არ იცვლება, ერთი მოწყობილობიდან შემოდის ერთიდაიგივე თანამშრომელი), სხვა მომხმარებლის (როცა მომხმარებელი იცვლება, ერთი მოწყობილობიდან შემოდის სხვადასხვა მომხმარებელი)
ველები
ავტორიზაციის რეპორტში მოდის შემდეგი მონაცემები:
- IP - რომელ IP-დან დაფიქსირდა შემოსვლა;
- ბრაუზერი - რომელი ბრაუზერიდან შემოვიდა თანამშრომელი სისტემაში;
- ოპერაციული სისტემა - რომელი ოპერაციული სისტემიდან შემოვიდა თანამშრომელი სისტემაში;
- წინა მომხმარებელი - ვინ იყო წინა მომხმარებელი არსებული გაჯეტიდან;
- მომხმარებელი - ვინ არის შემოსული ახლა სისტემაში მითითებული გაჯეტიდან;
- თარიღი - როდის დაფიქსირდა ბოლო შემოსვლა სისტემაში