საშტატო განრიგის რეპორტი

საშტატო განრიგის რეპორტში კონკრეტული თარიღის ჭრილში შეგიძლიათ მოიძიოთ დეტალური ინფორმაცია:

  • რამდენი თანამშრომელი იყო დანიშნული
  • რამდენია სხვაობა შტატით გამსაზღვრულ რაოდენობასთან
  • რა ხელფასი ჰქონდათ გაწერილი ჯამურად და ინდივიდუალურად იმ პერიოდში დანიშნულ თანამშრომლებს
  • რამდენია სხვაობა შტატით განსაზღვრულ და რეალურად გაწერილ ხელფასებს შორის
  • ნახვის ღილაკით დეტალური ინფორმაცია შეიძლება მიიღონ კონკრეტულად რომელი თანამშრომლები იყვნენ დანიშნულები და აქვე გამოდის ამ თანანმშღომლებზე დეტალური ინფორმაცია

ფილტრები

საშტატო განრიგის რეპორტი გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:

  • ორგანიზაცია;
  • სტრუქტურული ერთეული;
  • საშტატო ერთეული;
  • თარიღი;

ველები

რეპორტში ჩანს შემდეგი ველები:

  • საშტატო - საშტატო ერთეულის დასახელება;
  • ორგანიზაცია - რომელ ორგანიზაციას ეკუთნის ეს შტატი;
  • სტრუქტურული ერთეული - რომელ სტრუქტურულ ერთეულს ეკუთნის ეს შტატი;
  • რაოდენობა - რამდენი თანამშრომელია განსაზღვრული რაოდენობრივად საშტატოს მიხედვით;
  • დანიშნული თანამშრომლების რაოდენობა - რამდენი პერსონაა დანიშნული ამ შტატზე;
  • მეტობა - თუ დანიშნული თანამშრომლების რაოდენობა აღემატება საშტატოში მითითებულ რაოდენობას, რამდენია სხვაობა;
  • ნაკლებობა - თუ დანიშნული თანამშრომლების რაოდენობა საშტატოში მითითებულ რაოდენობაზე ნაკლებია, რამდენია სხვაობა;
  • ხელფასი - შტატზე განსაზღვრული ხელფასის რაოდენობა ერთ თანამშრომელზე;
  • ჯამური ხელფასი - შტატზე განსაზღვრული ხელფასის ჯამური რაოდენობა;
  • გაწერილი ხელფასი - დანიშვნისას მითითებული ხელფასი შტატზე;
  • საშუალო ხელფასი - შტატზე დანიშნული თანამშრომლების საშუალო ხელფასი;
  • ხელფასის მეტობა - თუ დანიშვნისას მითითებული ხელფასი აღემატება საშტატოში მითითებულს, რამდენია სხვაობა;
  • ხელფასის ნაკლებობა - თუ დანიშვნისას მითითებული ხელფასი ნაკლებია საშტატო განრიგში მითითებულ ხელფასზე რამდენია სხვაობა;
  • თანამშრომლების ნახვა - ნახვის ღილაკით შეგიძლიათ ნახოთ შტატზე დანიშნული თანამშრომლების მონაცემები;

საშტატო განრიგის რეპორტისთვის პირველ რიგში ვირჩევთ ორგანიზაციას, ექსპორტის ღილაკზე დაკლიკებით შესაძლებელია მონაცემების ექსპორტი :

img_131.png