ნამუშევარი დროის რეპორტი

ნამუშევარი დროის რეპორტი გაძლევთ სრულყოფილ ინფორმაციას თანამშრომლისთვის განსაზღვრულ სამუშაო დროზე და თანამშრომლის მიერ რეალურად ნამუშევარ დროზე. რეპორტში მოდის დაწვრილებითი ინფორმაცია შვებულებების, ზეგანაკვეთურების, ბიულეტენების, მივლინებების, გაცდენის და დასვენების დღეების შესახებ. გამოდის როგორც ჯამური მონაცემი, ისე ინდივიდუალურად დაფილტრული თარიღების ჭრილში დაწვრილებითი ინფორმაცია.

როლების და წვდომის დონეების ველიდან რეპორტზე შეგიძლიათ განსაზღვროთ ადმინ წვდომა. admin წვდომის ჩართვის შემთხვევაში კონკრეტული როლის თანამშრომლები ხედავენ ყველა თანამშრომელს რეპორტში, admin წვდომის გამორთვის შემთხვევაში ხედავენ მხოლოდ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს.

ფილტრები

ნამუშევარი დროის რეპორტი გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:

  • სახელი;
  • გვარი;
  • პირადი ნომერი;
  • თანამდებობა;
  • ორგანიზაცია;
  • სტრუქტურული ერთეული;
  • საშტატო ერთეული;
  • თანამშრომლის ჯგუფი;
  • თარიღები;

ველები

რეპორტში ჩანს შემდეგი ველები:

  • თანამშრომელი;
  • ორგანიზაცია - რომელ ორგანიზაციაშია დანიშნული ;
  • საშტატო - რომელ შტატზეა დანიშნული თანამშრომელი;
  • ტაბელის ნომერი;
  • თანამდებობა;
  • სტრუქტურული ერთეული;
  • ხელფასი - თანამშრომელზე გაწერილი ხელფასი;
  • გრაფიკით ნამუშევარი დღეები - რამდენი დღე უნდა ემუშავა თანამშრომელს გრაფიკის მიხედვით მოფილტრულ პერიოდში;
  • რეალურად ნამუშევარი დღე - მოფილტრულ პერიოდში რამდენი დღე იმუშავა თანამშრომელმა რეალურად;
  • გაცდენილი დღე - რამდენი დღე გააცდინა თანამშრომელმა;
  • გრაფიკით სამუშაო დრო - გრაფიკის მიხედვით ჯამში რამდენი საათი უნდა ემუშავა თანამშრომელს მოფილტრულ პერიოდში;
  • სრული ნამუშევარი დრო - რეალურად რამდენი საათი იმუშავა თანამშრომელმა მოფილტრულ პერიოდში;
  • სტანდარტული ნამუშევარი საათები;
  • დაგვიანებული საათები - ჯამში რამდენი საათი დააგვიანა თანამშრომელმა მოფილტრულ პერიოდში;
  • ზეგანაკვეთური - რამდენი საათი დააფიქსირა თანამშრომელმა ზეგანაკვეთურად;
  • ხელფასიანი შვებულება - რამდენი დღე ჰქონდა თანამშრომელს ხელფასიანი შვებულება მოფილტრულ პერიოდში;
  • უხელფასო შვებულება - რამდენი დღე ჰქონდა თანამშრომელს უხელფასო შვებულება მოფილტრულ პერიოდში;
  • ს/ფ - რამდენი დღე ჰქონდა ბიულეტენი თანამშრომელს მოფილტრულ პერიოდში;
  • მივლინება - რამდენი დღე ჰქონდა გაწერილი მივლინება თანამშრომელს მოფილტრულ პერიოდში;
  • უქმე დღის მივლინება - რამდენი უქმე დღე იყო მივლინებაში თანამშრომელი;
  • მივლინების ჯამი - ჯამური მივლინების დღეები;
  • ღამე ნამუშევარი საათები - ჯამში რამდენი საათი იმუშავა თანამშრომელმა ღამის პერიოდში (22:00 – 06:00);
  • დასვენების დღეებში ნამუშევარი დრო - სახელმწიფო დასვენების დღეებში ნამუშევარი დრო - საათების ჯამური რაოდენობა;
  • ანაზღაურებადი მოცდენილი საათები;
  • არაანაზღაურებადი მოცდენილი საათები;
  • მოფილტრულ პერიოდში დღეების ჭრილში (მაგ.; 01 ივლ, პარ) - გრაფიკით ნამუშევარი დრო, რეალურად ნამუშევარი დრო, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დრო (საათების რაოდენობა);

img_254.png