თანამშრომლის მოძრაობის რეპორტი

თანამშრომლის მოძრაობის სრულ რეპორტში მოფილტრულ პერიოდში შესაძლებელია კონკრეტული თანამშრომლის შემოსვლების და გასვლების ისტორიის ნახვა მოქმედების დროის და გრაფიკის მითითებით. ასევე, ასახავს ინფორმაციას შესაბამის დროის შუალედში - სამუშაოს დაწყებიდან შესვენების დასაწყისამდე, შესვენების დასასრულიდან სამუშაოს დასასრულამდე ან შემოსვლის დაფიქსირებამდე - დაგვიანებული წუთების რაოდენობის შესახებ და დღის ჭრილში თუ არის დარეგისტრირებული და დადასტურებული რაიმე აპლიკაცია.

როლების და წვდომის დონეების ველიდან რეპორტზე შეგიძლიათ განსაზღვროთ ადმინ წვდომა. როლებში admin წვდომის ჩართვის შემთხვევაში კონკრეტული როლის თანამშრომლები ხედავენ ყველა თანამშრომელს რეპორტში, admin წვდომის გამორთვის შემთხვევაში ხედავენ მხოლოდ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს(როგორც შტატით, ისე დამატებითი ხელმძღანელები).

ფილტრები

თანამშრომლის მოძრაობის რეპორტი გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:

  • სახელი;
  • გვარი;
  • თანამშრომლის ჯგუფი;
  • თარიღები;
  • ორგანიზაცია;
  • სტრუქტურული ერთეული;

ველები

თანამშრომლის მოძრაობის რეპორტში მოდის შემდეგი ველები:

  • მოქმედება - რა მოქმედება დაფიქსირდა - შემოსვლა, გასვლა, სამუშაოს დასაწყისი, შესვენების დასაწყისი, შესვენების დასასრული, სამუშაოს დასასრული;
  • დრო - რომელ საათზე დაფიქსირდა მოქმედება, მოდის წამების სიზუსტით;
  • დაგვიანების წუთები - რამდენი წუთი დაიგვიანა თანამშრომელმა კონკრეტული მოქმედების ჭრილში;
  • თანამშრომლის კომენტარი / მიზეზი - რა კომენტარი გააკეთა თანამშრომელმა დაგვიანებაზე;
  • ხელმძღვანელის გადაწყვეტილება - საპატიოდ ჩაუთვალა ხელმძღვანელმა დაგვიანება თუ არასაპატიოდ;

img_256.png