საშემოსავლო შეღავათები
სისტემაში შესაძლებელია თანამშრომელს მივაბათ საშემოსავლო შეღავათები.პირველ რიგში ,ვქმნით საშემოსავლო შეღავათების ბიბლიოთეკას. შემდეგ , ამ მონაცემს ვაბამთ თანამშრომელს. საშემოსავლო შეღავათი ვრცელდება პერსონაზე და შესაბამისად თუ რამოდენიმე შტატზეა დანიშნული , ყველა შტატზე. თუ საშემოსავლო გადასახადის ლიმიტი უკვე გახარჯული აქვს თანამშრომელს , ამ შემთვევაში შემდგომ პერიოდზე საშემოსავლო შეღავათები აღარ გავრცელდება. იმ შემთხვევაში თუ, ნაწილობრივ გახარჯულია საშემოსავლო შეღავათი, მაგრამ დარჩენილი ლიმიტი ნაკლებია მისაღებ შეღავათზე , მაშინ შეღავათში ჩაიწერება დარჩენილი თანხა. იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელს არ მივაბამთ საშემოსავლო შეღავათს ,მონაცემები ავტომატურად დაგენერირდება გლობალური კონფიგურაციიდან .
- საბოლოოდ, ყველა ეს მონაცემი აისახება ხელფასის უწყისში.
საშემოსავლო შეღავათის შესაქმნელად საჭიროა შემდეგი :
- საშემოსავლო შერავათების შექმნა
- თანამშრომელზე მიბმა
- უწყისის გენერაცია
საშემოსავლო შეღავათები
საშემოსავლო შეღავათების ბიბლიოთეკის შესაქმნელად ვაკლიკებთ ღილაკს ,,ახალი“ და ვავსებთ სავალდებულო ველებს , აქვე შესაძლებელია :,,რედაქტირება“, ,, კოპირება“ და ,,წაშლა “.
საშემოსავლო შეღავათის შესაქმნელად ვავსებთ შემდეგ ველებს:
- დასახელება
- აღწერა
- საშემოსავლო გადასახადის პროცენტი- კომპანიის მიერ განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადი თანამშრომელზე.
- შეღავათის ლიმიტი- რა ოდენობის გაცემულ ხელფასზე ვრცელდება საშემოსავლო შეღავათი წლის განმავლობაში.
- რამდენი პროცენტით მცირდება საშემოსავლო გადასახადი -თანამშრომლის მიერ გადასახდელი საშემოსავლოს შემცირების კოეფიციენტი. მაგალითად: 100%- სრულად ექვითება , 50%- ნახევარი და ა. შ.
პერსონალის მართვა ბიბლიოთეკის შექმნის შემდეგ, საშემოსავლო შეღავათს ვაბამთ თანამშრომელს ,,პერსონალის მართვის“ გვერდიდან (persons):
ხელფასის უწყისი
ხელფასის უწყისის დაგენერირების შემდეგ , შესაძლებელია თანამშრომელზე გაგენერირებული საშემოსავლო შეღავათების ნახვა .
ხელფასის კალკულაციის ცხრილი
სისტემაში ასევე შესაძლებელია საშემოსავლო შეღავათის გენერაცია გასულ პერიოდზე . ვავსებთ სავალდებულო ველებს: ვირჩევთ თანამშრომელს, თარიღს, თანხას და ვალუტას .გენერაციის ღილაკზე დაკლიკებით მონაცემები გამოჩნდება ,, ხელფასის კალკულაციის ცხრილში“.