ორგანიზაციები

საშტატოს ფუნქციონალის პირველი ეტაპია, ორგანიზაციის დამატება. სისტემიდან შესაძლებელია იმართოს ერთი ან ერთზე მეტი ორგანიზაცია. ორგანიზაციების გვერდი საშუალებას გაძლევთ სისტემაში შეიყვანოთ ინფორმაცია ორგანიზაციებზე.

ახალი ორგანიზაციის დამატებისთვის უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,ახალი“.

img_336.png

ახალი ორგანიზაციის შესამქნელად ავსებთ სავალდებულო ველს:

  • ,,დასახელება“

სურვილისამებრ, ავსებთ არასავალდებულო ველებსაც:

  • ,,აღწერა“-მოკლე აღწერა სასურველი ინფორმაციით.
  • ,,საიდენტიფიკაციო კოდი“-კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი
  • ,,სტატუსი“(ჩართული/გამორთული)-არსებული ორგანიზაცია გამოჩნდეს თუ არა სხვა გვერდებზე ასარჩევ ველებში .
  • ,,რიგითობა“-რა თანმიმდევრობით გამოჩნდეს ორგანიზაცია გრიდზე.

ინფორმაციის შენახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,შენახვა & დახურვა“.

img_127.png

ახალი ორგანიზაციის შექმნის გარდა, შესაძლებელია უკვე არსებული ორგანიზაციების რედაქტირება ან წაშლა. ამისთვის საჭიროა მონიშნოთ სასურველი ორგანიზაცია და დააჭიროთ შესაბამის ღილაკს.

(*) ორგანიზაციის წაშლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ორგანიზაციაზე არ არის დანიშნული არცერთი თანამშრომელი.