სტრუქტურული ერთეულის ტიპები

სტრუქტურული ერთეულის ტიპების გვერდი საშუალებას გვაძლევს შევქმნათ სტრუქტურული ერთეულის ტიპების ჩამონათვალი (მაგალითად: დეპარტამენტი, განყოფილება) რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ სტრუქტურის აწყობისას. ახალი ტიპის დამატებისთვის უნდა დავაკლიკოთ ღილაკს ,,ახალი“.

img_123.png

ახალი სტრუქტურული ერთეულის ტიპის შესაქმენალად ავსებთ ერთ სავალდებულო ველს:

  • დასახელება -სტრუქტურული ერთეულის ტიპის დასახელება

სურვილისამებრ, ავსებთ არასავალდებულო ველებსაც:

  • ,,აღწერა“-აღწერა სტრუქტურული ერთეულის ტიპის
  • ,,ძირითადი“(დიახ/არა)-ძირითადია თუ არა სტრუქტურული ერთეულის ტიპის სტატუსი.
  • ,,სტატუსი“(ჩართული/გამორთული) -გამოჩნდეს თუ არა სტრუქტურული ერთეულის ტიპი ასარჩევ ველში.
  • ,,რიგითობა“-სტრუქტურული ერთეულის ტიპის გვერდზე რა რიგითობით გამოვიდეს.

ინფორმაციის შენახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,შენახვა & დახურვა“.

img_124.png

ახალი სტრუქტურული ერთეულის ტიპის შექმნის გარდა, შესაძლებელია უკვე არსებულ ტიპებზე ინფორმაციის დარედაქტირება ან წაშლა. ამისთვის საჭიროა მონიშნოთ სასურველი სტრუქტურული ერთეული და დააჭიროთ შესაბამის ღილაკს.

img_125.png