თანამშრომლის მივლინების რეგისტრაცია
მივლინების ფუნქციონალზე დაკლიკებით ადმინისტრატორს უჩანს შემდეგი ველები:
- პირადი მივლინების რეგისტრაცია
- პირადი მივლინების ისტორია
- თანამშრომლის მივლინების რეგისტრაცია
- თანამშრომლის მივლინების ისტორია
თანამშრომლის მივლინების რეგისტრაციისთვის:
- აირჩიეთ თანამშრომელი
- მიუთითეთ თარიღები, თუ როდის გადის და რომელი თარიღის ჩათვლით იქნება თანამშრომელი მივლინებაში
- სურვილისამებრ მიუთითეთ დამატებითი ინფორმაცია
- აირჩიეთ ორგანიზაცია/ორგანიზაციები
- თუ სისტემაში ჩართულია ავტოპარკის ფუნქციონალი, აირჩიეთ ,,მანქანის მოთხოვნა": ,,მანქანით" ან ,,მანქანის გარეშე".
დააჭირეთ ღილაკს "შენახვა & დახურვა".
ამის შემდეგ, სისტემა გადაგიყვანთ ისტორიის გვერდზე, სადაც შეძლებთ თანამშრომელს დაუდასტუროთ აღნიშნული განაცხადი. განაცხადის დადასტურების შემდგომ, აღნიშნულ თანამშრომელს მიუვა SMS შეტყობინება, რომ მისი განაცხადი დამტკიცებულია.