სამუშაო განაკვეთები
სამუშაო განაკვეთების გვერდი გამოიყენება სამუშაო განაკვეთების შესაქმნელად. სამუშაო განაკვეთი ებმება ,,საშტატოს", ,,საშტატო ერთეულის" შექმნისას. სამუშაო განაკვეთის გვერდს ნახავთ ,,საშტატოს" ფუნქციონალში.
ახალი განაკვეთის შესაქმენლად უნდა დააჭიროთ ღილაკს ,,ახალი“.
გაითვალისწინეთ, რომ სამუშაო განაკვეთი იქმნება კვირის ჭრილში და უნდა მიუთითოთ, თუ რამდენ სამუშაო საათს გულისხმობს კონკრეტული განაკვეთი კვირაში. ახალი სამუშაო განაკვეთის შესაქმნელად ავსებთ სავალდებულო ველებს:
- ,,დასახელება“-სამუშაო განაკვეთის დასახელება
- ნიშნავთ სამუშაო განაკვეთის ტიპს , სრული/ნახევარი- სრული განაკვეთია თუ ნახევარი
- განაკვეთის ხანგრძლივობა- რამდენ საათს მოიცავს კვირის ჭრილში
სურვილისამებრ, ავსებთ არასავალდებულო ველებსაც:
- ,,აღწერა“,
- ,,სტატუსი“(ჩართული/გამორთული),
- ,,რიგითობა“,
- ,,ნორმირებული გრაფიკი“- სადაც მივუთითებთ სასურველ ინფორმაციას
ინფორმაციის შესანახად დააჭირეთ ღილაკს ,,შენახვა & დახურვა“. ახალი სამუშაო განაკვეთის გარდა, შესაძლებელი უკვე არსებული სამუშაო განაკვეთის რედაქტირება ან წაშლა. ამისთვის საჭიროა, მონიშნოთ სასურველი სამუშაო განაკვეთი ცხრილში და შემდეგ დააჭიროთ შესაბამის ღილაკს. სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით გაფილტვრის ფუნქცია კი დაგეხმარებათ, მარტივად მოძებნოთ სასურველი სამუშაო განაკვეთი.