ავტოპარკის განაცხადები

როდესაც თანამშრომელი დაარეგისტრირებს სამსახურებრივი გასვლის ან მივლინების განაცხადს უნდა მონიშნოს სავალდებულო ველი ,,მანქანის მოთხოვნა“
(მანქანით ან მანქანის გარეშე).

img_238.png

განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ ავტოპარკის მენეჯერს მიუვა შეტყობინება, რომ გაკეთდა ავტომობილის მოთხოვნის განაცხადი. აღნიშნული განაცხადი გამოჩნდება ,,ავტოპარკის განცხადებების’’ გვერდზე, სადაც ხელმძღვანელს შეუძლია დაქვემდებარებულ თანამშრომლებს დაუდასტუროს ან უარყოს განაცხადი:

img_239.png

დადასტურების გვერდზე ხელმძღვანელი ირჩევს მძღოლს და მანქანას, რომლებიც მოცემული განაცხადის პერიოდში არის თავისუფალი ( სხვა განაცხადებში არ არიან მონიშნული, რომლებიც მოცემული განაცხადის დროს ემთხვევა). დადასტურების შემდეგ თანამშრომელს და მძღოლს მიუვათ შესაბამისი შეტყობინება.

img_240.png

იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი თავად არ არეგისტრირებს სამსახურებრივი გასვლის ან მივლინების განაცხადს, ავტოპარკის მენეჯერს თავადვე შეუძლია დაურეგისტრიროს მას ავტომანქანის მოთხოვნის განაცხადი.

,,ახალი’’ ღილაკზე დაკლიკებთ შესაძლებელია ინდივიდუალური განაცხადის გაკეთება, სადაც ვირჩევთ: დაქვემდებარებულ თანამშრომელს , დაწყება/დასრულების თარიღს და გასვლა/ დაბრუნების დროს , ასევე ვირჩევთ ავტომობილს , მძღოლს და სურვილისამებრ ვაკეთებთ კომენტარს:

img_241.png

განაცხადზე უარყოფის შემთხვევაში შეტყობინება მიუვა განმცხადებელს :

img_242.png