დასვენების დღეები
გრაფიკებში ოფიციალური დასვენების დღეები მონიშნულია სპეციალური სიმბოლოთი.
დასვენების დღეების გაწერა შესაძლებელია სისტემის პარამეტრებიდან. დასვენების დღეების გვერდზე დაგხვდებათ ახალი დასვენების დღის დამატების ღილაკი, უკვე არსებული დასვენების დღეების რედაქტირებისა და წაშლის ღილაკები.
სტანდარტული გრაფიკის შემთხვევაში ეს დღეები ითვლება დასვენების დღედ და თანამშრომლებზე არ ითვლება სამუშაო საათები. დინამიური გრაფიკის შემთხვევაში შესაძლებელია თანამშრომელს ჩაესვას ცვლა.