მიმდინარე მდგომარეობის რეპორტი
მიმდინარე მდგომარეობის რეპორტში შეგიძლიათ ნახოთ ამ წუთის მონაცემებით რომელი დაქვემდებარებული თანამშრომელი სად იმყოფება - ვინ იმყოფება სამსახურში, ვინ აცდენს, ვინ არ უნდა იყოს სამსახურში გრაფიკის მიხედვით, ვის აქვს შვებულება, მივლინება, ბიულეტენი ან სამსახურებრივი გასვლა.
,,როლების და წვდომის '' დონეების ველიდან რეპორტზე შეგიძლიათ განსაზღვროთ ადმინ წვდომა. admin წვდომის ჩართვის შემთხვევაში კონკრეტული როლის თანამშრომლები ხედავენ ყველა თანამშრომელს რეპორტში, admin წვდომის გამორთვის შემთხვევაში ხედავენ მხოლოდ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს.
ფილტრები
მიმდინარე მდგომარეობის რეპორტი გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:
- სახელი;
- გვარი;
- თანამშრომლის ჯგუფი;
- ორგანიზაცია;
- სტრუქტურული ერთეული;
- საშტატო ერთეული;
ასევე, შეგიძლიათ ჩართოთ ავტოგანახლება, მიუთითოთ შესაბამისი დრო და შეტყობინება, შესაბამისად მითითებულ დროში ავტომატურად განახლდება გვერდი.
ველები
რეპორტში გამოტანილია შემდეგი ველები:
- გაცდენა - ვინ არ იმყოფება სამსახურში;
- სამსახურებრივი გასვლა - ვინ იმყოფება სამსახურებრივ გასვლაზე;
- არის - ვინ დააფიქსირა სამსახურის დაწყება;
- შვებულება - ვინ არის შვებულებაში;
- პირადი გასვლა - თუ დაფიქსირებული აქვთ პირადი დროის განაცხადი;
- ბიულეტენი - ვინ არის ბიულეტენზე;
- მივლინება - ვინ არის მივლინებაში;
- არ უნდა იყოს სამსახურში - გრაფიკის მიხედვით აქვს დასვენების დღე ან შესვენება;