თანამშრომლის ზეგანაკვეთური დროის რეგისტრაცია
ზეგანაკვეთური დროის ფუნქციონალზე დაკლიკებით ხელმძღვანელს უჩანს შემდეგი ველები:
- პირადი ზეგანაკვეთური დროის მოთხოვნა
- პირადი ზეგანაკვეთური დროის ისტორია
- თანამშრომლის ზეგანაკვეთური დროის რეგისტრაცია
- თანამშრომლის ზეგანაკვეთური დრო
ხელმძღვანელს შეუძლია დაქვემდებარებული თანამშრომლების განაცხადის რეგისტრაცია, ასევე რეგისტრირებული განაცხადების მართვა.
რეგისტრაციისთვის :
- აირჩიეთ თანამშრომელი
- აირჩიეთ თარიღი, თუ როდის იმუშავა თანამშრომელმა ზეგანაკვეთურად (ზეგანაკვეთური მუშაობის განაცხადის დარეგისტრირება შესაძლებელია წინა თარიღით)
- მიუთითეთ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების რაოდენობა
- მიუთითეთ ზეგანაკეთურად მუშაობის მიზეზი
- ზეგანაკვეთური დროის ანაზღაურების ფორმა : ეს ველი გვაქვს ყველა ზეგანაკვეთური განაცხადის დამატება/რედაქტირების გვერდზე, თუ კონფიგურაციაში არჩეულია რომელიმე ანაზღაურების ტიპი, ეს განაცხადებიც იმ ტიპით დარეგისტრირდება, იმ შემთხვევაში თუ „არჩევითია“ კონფიგურაციაში მონიშნული, შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი ანაზღაურების ტიპი: ,,ფულადი" ან ,,ალტერნატიული დასვენების დრო''.
- დამატებითი ინფორმაცია
ინფორმაციის შენახვისათვის დააჭირეთ ღილაკს "შენახვა & დახურვა"
განაცხადის დამტკიცება შესაძლებელია ,,თანამშრომლის ზეგანაკვეთური დროის" გვერდზე.