გაგზავნილი SMS-ები
გაგზავნილი SMS-ების რეპორტში შეგიძლიათ ნახოთ და გადაამოწმოთ სისტემიდან მობილურის ნომერზე გაგზავნილი ყველა შეტყობინება - მისი ადრესატი და გაგზავნის დრო. შეტყობინებები ჩანს შტატზე დანიშნულ თანამშრომელზე. შესაბამისად, თუ დანიშვნამდე გაუგზავნით SMS-ს, რეპორტში ეს შეტყობინება არ გამოჩნდება.
გაგზავნილი SMS-ების რეპორტი გაძლევთ შემდეგი ფილტრების გამოყენების საშუალებას:
- სახელი;
- გვარი;
- ორგანიზაცია
- სტრუქტურული ერთეული
- თარიღიდან/თარიღამდე
- ნომერი
- შეტყობინება
ველები
რეპორტში ჩანს ინფორმაცია გაგზავნილი შეტყობინებების, შესახებ შემდეგ ველებში:
- თანამშრომელი - ვის ნომერზეც გაიგზავნა შეტყობინება;
- ორგანიზაცია - რომელსაც აღნიშნული თანამშრომელი ეკუთნის;
- თარიღი - როდის გაიგზავნა შეტყობინება თარიღის და ზუსტი დროის მითითებით;
- ნომერი - რა ნომერზე გაიგზავნა შეტყობინება;
- შეტყობინება - რა ტექსტი გაიგზავნა;
- გაგზავნის შედეგი - შეტყობინების ნომერი;