თანამშრომლის ზეგანაკვეთური დროის რეგისტრაცია

გთხოვთ გაითვალისწინოთ

თანამშრომლისათვის ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების რეგისტრაციისთვის:

  • მონიშნეთ თანამშრომელი
  • აირჩიეთ თარიღი, თუ როდის იმუშავა თანამშრომელმა ზეგანაკვეთურად (ზეგანაკვეთური მუშაობის განაცხადის დარეგისტრირება შესაძლებელია წინა თარიღით)
  • მიუთითეთ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების რაოდენობა
  • მიუთითეთ ზეგანაკეთურად მუშაობის მიზეზი
  • დააჭირეთ ღილაკს "შენახვა & დახურვა"

ამის შემდეგ, სისტემა გადაგიყვანთ ისტორიის გვერდზე, სადაც შეძლებთ თანამშრომელს დაუდასტუროთ აღნიშნული განაცხადი. განაცხადის დადასტურების შემდგომ, აღნიშნულ თანამშრომელს მიუვა SMS შეტყობინება, რომ მისი განაცხადი დამტკიცებულია. საწყის ეტაპზევე უნდა მოხდეს თანამშრომელთან ზეგანაკვეთურად მუშაობის შეთანხმება.