პირადი ზეგანაკვეთური დროის მოთხოვნა
იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელი იმუშავებს დამატებით საათებს ზეგანაკვეთურად, მას შეუძლია გამოიყენოს ზეგანაკვეთური დროის აპლიკაცია ამ საათების დასარეგისტრირებლად.
(!) ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების რეგისტრაცია უნდა მოხდეს პოსტფაქტუმ.
თანამშრომელს შეუძლია ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგისტრაცია, არსებული განცხადების ინფრომაციის ნახვა და სრული ნამუშევარი დროის შესახებ ინფრორმაციის ნახვა.
ზეგანაკვეთური დროის ფუნქციონალზე დაკლიკებით თანამშრომელს უჩანს შემდეგი ველები:
- პირადი ზეგანაკვეთური დროის მოთხოვნა
- პირადი ზეგანაკვეთური დროის ისტორია
პირადი ზეგანაკვეთური დროის მოთხოვნა
თანამშრომელი, რომელიც შეასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს უნდა შეავსოს ზეგანაკვეთური დროის მოთხოვნის განაცხადი.
შევსებული განაცხადი გადაეგზავნება ხელმძღვანელს დასადასტურებლად. ასევე ხელმძღვანელი მიიღებს SMS შეტყობინებას, თანამშრომლის მიერ განაცხადის რეგისტრაციის შესახებ.
უკვე არსებული ზეგანაკვეთური დროის განაცხადების მოძიება შესაძლებელია ამ გვერდზე. აქვე შეუძლია თანამშრომელს ნახოს არსებული განაცხადების სტატუსი - დადასტურებულია თუ არა ის. არსებული ღილაკების საშუალებით შესაძლებელია:
- ახალი განაცხადის რეგისტრაცია
- არსებულის რედაქტირება/წაშლა
(!) უკვე დადასტურებული განაცხადის წაშლა/რედაქტირება არ ხდება;