პირადი დაგვიანების რეპორტი
რეპორტების ფუნქციაზე დაკლიკებით თანამშრომელს უჩანს შემდეგი ველები:
- პირადი დაგვიანების რეპორტი
- პირადი მოძრაობის სრული რეპორტი
პირადი დაგვიანებისა და მოძრაობის რეპორტები არის ერთმანეთის მსგავსი; არსობრივი განსხვავება არის ის, რომ პირადი დაგვიანების რეპორტში მოდის ინფორმაცია მხოლოდ იმ დღეებზე, რომელზეც თანამშრომელს დაგვიანება უფიქსირდება, ხოლო პირადი მოძრაობის სრულ რეპორტში მოდის ინფორმაცია ყველა დღეზე, მიუხედავად იმისა, უფიქსირდება თუ არა თანამშრომელს დაგვიანება.
პირადი დაგვიანების რეპორტი
პირადი დაგვიანების რეპორტი არის პირადი მოძრაობის სრული რეპორტიდან ამოჭრილი დაგვიანებები. თანამშრომელი ნახულობს საკუთარ დაგვიანების ისტორიას: როდის მოხდა დაგვიანება, რამდენი წუთი დაიგვიანა და სამუშაო დღის რომელ მონაკვეთში დაიგვიანა - სამუშაოს დასაწყისიდან შესვენების დასაწყისამდე, შესვენების დასაწყისიდან შესვენების დასასრულამდე, შესვენების დასასრულიდან სამუშაოს დასასრულამდე. ასევე გააკეთა თუ არა კომენტარი დაგვიანებაზე და რა იყო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით.
ფილტრები
პირადი დაგვიანების რეპორტში შეგიძლიათ თარიღის და ორგანიზაციის მოფილტვრა, იმ შემთხვევისთვის, თუ სხვადასხვა ორგანიზაციაზეა დანიშნული თანამშრომელი.
ველები რეპორტის გრიდზე გამოტანილია შემდეგი ველები:
- მოქმედება - რა მოქმედება შეასრულა თანამშრომელმა, შემოსვლა თუ გასვლა, ასევე ჩანს გრაფიკის მანიშნებლები - სამუშაოს დასაწყისი, შესვენების დასაწყისი, შესვენების დასასრული და სამუშაოს დასასრული;
- დრო - როდის განხორციელდა მოქმედება, მითითებულია საათობრივი მონაცემი წამების სიზუსტით;
- დაგვიანების წუთები - დაგვიანებული წუთების რაოდენობა მოქმედების ჭრილში;
- თანამშრომლის კომენტარი/მიზეზი - ველში მოდის თანამშრომლის მიერ გაკეთებული
- დაგვიანების კომენტარი;
- ხელმძღვანელის გადაწყვეტილება - რა გადაწყვეტილება მიიღო ხელმძღვანელმა დაგვიანების კომენტარის შესახებ - საპატიოა თუ არასაპატიო დაგვიანება;