პირადი ნამუშევარი დროის რეპორტი
2021 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით, სავალდებულო გახდა ნამუშევარი დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება ყველა ორგანიზაციისთვის.
ბრძანებაშივე მოცემულია აღრიცხვის ფორმის შაბლონი და აღრიცხვის წესი.
ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ყველა თანამშრომელი უნდა გაეცნოს მის პირად ნამუშევარ დროს და ეს ნამუშევარი დრო დადასტურდეს პასუხისმგებელი პირების მიერ (სისტემურად პასუხისმგებელი პირი არის მენეჯერი). იხილეთ ბრძანება:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5099344?publication=0
პირადი ნამუშევარი დროის რეპორტი
თანამშრომელი პირად გვერდზე ეცნობა პირად ნამუშევარ დროს, ნახვის ღილაკზე დაკლიკებით, შესაძლებელია სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის ნახვა.